ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს
ამის მიზეზი ბოლო პერიოდში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მკვეთრი ზრდაა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა პრესკონფერენციაზე.
ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან (ერაყი, სირია, თურქეთი, იემენი, სომალი) ემიგრანტებს, რომლებიც რუსეთის გავლით ფინეთის საზღვარს აღწევენ.
„რუსეთის ხელისუფლებამ შეცვალა პროცედურა და ახლა ნებას აძლევს ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ შენგენის ზონაში შესვლის უფლება, ფინეთის საზღვარზე მოხვდნენ”. ვითარება განიხილებოდა რუსეთის ხელისუფლებასთან, მაგრამ დისკუსიებს სასურველ შედეგი არ მიჰყოლია. რუსეთიდან ფინეთში მოგზაურობა დასაშვებია დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში. „ასე რომ, ჩვენ ვსაუბრობთ არალეგალურ იმიგრაციაზე”, - ამბობს რანტანენი.
თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა ასევე შეაფასა მდგომარეობა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ქვეყანაში იმიგრანტების შესვლა კონტროლირებულია. მესაზღვრეები, არალეგალურად ქვეყანაში მოხვედრილებთან გასაუბრების შემდეგ აგრეთვე აცხადებენ, რომ სიტუაცია ორგანიზებულად გამოიყურება.