ფინეთი რუსეთთან დამაკავშირებელი ყველა სასაზღვრო პუნქტის ფუნქციონირებას აჩერებს - საზღვარი სრულად ჩაკეტილი იქნება 13 დეკემბრამდე.
რუსეთთან დამაკავშირებელი ბოლო სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება პრემიერმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
ამავე გადაწყვეტილებით რუსეთის მოქალაქეებს ფინეთში თავშესაფრის მოთხოვნა მხოლოდ პორტებსა და აეროპორტებში შეეძლებათ და არა სახმელეთო გამშვებ პუნქტებზე.
ამასთანავე გადაწყვეტილება არ შეეხება სატვირთო და სარკინიგზო გადაზიდვებს. პეტერი ორპოს თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მიერ ფინეთზე წნეხის მოხდენის მცდელობაა, რაც ფინეთისთვის მიუღებელია.