უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მკვეთრად გაზრდის უსაფრთხოების საფრთხეს ბალტიისპირეთისთვის, რადგან რუსეთი გააგრძელებს NATO-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარების გადაიარაღებისა და განლაგების გეგმებს. ამის შესახებ Financial Times-ის ბალტიის ქვეყნების  თავდაცვის მინისტრების განცხადებებზე დაყრდნობით წერს.

"ჩვენ ყველას გვესმის, რომ როდესაც უკრაინაში ომი შეჩერდება, რუსეთი ძალიან სწრაფად გადაანაწილებს თავის ძალებს. ეს ასევე ნიშნავს, რომ საფრთხის დონე მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად გაიზრდება", - განუცხადა გამოცემას ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა.

Financial Times-ის აღნიშნავს, რომ მისმა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალენემ ამ კვირის დასაწყისში მსგავსი განცხადება გააკეთა ბრიტანეთში ვიზიტის დროს.

"მოდით, არ გვქონდეს ილუზია. მოდით, თავი არ მოვიტყუოთ, რომ რუსეთი დაასრულებს უკრაინის შემდეგ. რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დროს გამოიყენებს თავისი სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მათ უკვე ჰყავთ უზარმაზარი, ბრძოლის ველზე გაწვრთნილი არმია, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება." - თქვა შაკალენემ.

გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან და უკრაინასთან, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად განიხილება.