გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფაიზერი ამბობს, რომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს უსაფრთხოების მხრივ ვითარება დაძაბული იქნება, მაგრამ გერმანია ამისთვის მზად არის. ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღით ადრე საშიშროების არანაირი კონკრეტული ნიშნები არ არსებობს 

სტადიონებზე სავარაუდოდ 2,7 მილიონი მაყურებელი იქნება, ე.წ. ფანზონებში კი 12 მილიონი. თავისუფალ საზოგადოებაში 100%-იანი უსაფრთხოება არასდროს არ იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შედგეს „მშვიდობიანი საფეხბურთო ფესტივალი", - ამბობს ნენსი ფაიზერი.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით,  გერმანიის პოლიცია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა ქვეყნის, განსაკუთრებით კი საფრანგეთის პოლიციასთან. ჩემპიონატის მიმდინარეობისას უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებებში უცხო ქვეყნების 350 პოლიციელი ჩაერთვება, - წერს შპიგელი.

„ფრანკფურტერ ალგემაინე" აღნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატზე უსაფრთხოების დაცვაში ყველა მონაწილე ქვეყნის პოლიციელები ჩაერთვებიან. 

ავსტრიული kleinezeitung-ის ცნობით, საფეხბურთო ჩემპიონატზე  ავსტრიიდან 22 პოლიციელთან ერთად 21 კინოლოგი 16 სამსახურებრივ ძაღლის თანხლებით გაემგზავრება. ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება კატრინ ჰორნი - კლაგენფურტის ქალაქის პოლიციის უფროსის მოადგილე და თავად ფეხბურთელი. 

საქართველოდან, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 10 თანამშრომელი.