სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილი იქნება, თუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) სომხეთის რესპუბლიკას საკუთარი შემადგენლობიდან გარიცხავს.
როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში მთავრობასა და ორგანიზაციას შორის ურთიერთობები ფაქტობრივად გაყინულია, ხოლო უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში სომხეთი ამ სტრუქტურაში მუშაობის გააქტიურებას არ გეგმავს.
"ვიცი, რომ განხილვები მიმდინარეობს ОДКБ-ს ფარგლებში, და სხვათა შორის, წესდება ითვალისწინებს გამორიცხვას. ძალიან გახარებული ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას და გამორიცხავს სომხეთის რესპუბლიკას ОДКБ-დან. ეს, ყოველ შემთხვევაში, გაგვათავისუფლებს დილემისგან — გავიდეთ თუ არ გავიდეთ ორგანიზაციიდან", - განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთანავე, ფაშინიანის განცხადებით, მის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო გეგმის მიხედვით, ქვეყანა ცდილობს, უზრუნველყოს ისეთი უსაფრთხოება, სადაც სომხეთი ეყრდნობა საკუთარ ძალებს, ქმნის ქმედითუნარიან არმიას და აყალიბებს ლეგიტიმურ და პროგნოზირებად საგარეო პოლიტიკას.




