2017 წლის 1-დან 15 იანვრამდე კომპანია "გაზპრომმა" 9,2 კუბომეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, რაც 1,9 მილიარდი კუბომეტრით, ანუ 25,5%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

"რუსულ გაზზე მოთხოვნა 2017 წლის დასაწყისშიც გრძელდება", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იანვრის დასაწყისში "გაზპრომის" დირექტორმა ალექსეი მილერმა ევროპაში გაზის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, 2016 წელს "გაზპრომმა" 179,3 მილიარდი კუბომეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, რაც 12,5%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

"მსგავსი შედეგი არც საბჭოთა კავშირის დროს ყოფილა და არც თანამედროვე რუსეთის ისტორიის მანძილზე", - განაცხადა მილერმა 2016 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე.