ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს შემდეგ, ევროპარლამენტმა თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენება აუკრძალა და ევროპარლამენტარებს რეკომენდაციით მიმართა, რომ სამსახურებრივი ტელეფონებიდან
აპლიკაცია მათმა თანაშემწეებმაც წაშალონ.
გადაწყვეტილება, ელექტრონული ფოსტით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და გენერალურმა მდივანმა ალესანდრო ჩიოჩეტიმ დაწესებულების დაახლოებით 8 000 თანამშრომელს აცნობეს. აპლიკაცია მათ კორპორაციული მოწყობილობებიდან 20 მარტამდე უნდა წაშალონ.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარებს, მათ თანამშრომლებს და თანაშემწეებს, "მტკიცედ ურჩევენ", TikTok-ი პერსონალური მოწყობილობებიდან წაშალონ.
სამსახურებრივ მოწყობილობებზე TikTok-ი კანადამაც აკრძალა, ხოლო მანამდე ევროკომისიამ, უსაფრთხოების მიზეზებით, თანამშრომლებს ჩინური კომპანიის კუთვნილი სოციალური მედიის აპლიკაციის, TikTok-ის გამოყენება აუკრძალა, დეკემბერში კი, აშშ-ის მთავრობამ ფედერალური უწყებების თანამშრომლებს სამსახურებრივ მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენება აუკრძალა.