კანადამ სამსახურებრივ მოწყობილობებზე TikTok აკრძალა. პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრიუდოს თქმით, ხელისუფლება სერიოზულად უდგება როგორც უსაფრთხოებისა და დაცულობის, ისე გამოხატვის თავისუფლების საკითხებს.
"ეს შესაძლოა, იყოს პირველი ნაბიჯი. ასევე შესაძლოა, ეს იყოს ერთადერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც გვჭირდება. თუმცა, ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, ემსახურება კანადელების უსაფრთხოების შენარჩუნებას" - თქვა ტრიუდომ.
მანამდე ევროკომისიამ, უსაფრთხოების მიზეზებით, თანამშრომლებს ჩინური კომპანიის კუთვნილი სოციალური მედიის აპლიკაციის, TikTok -ის გამოყენება აუკრძალა, დეკემბერში კი აშშ-ის მთავრობამ ფედერალური უწყებების თანამშრომლებს სამსახურებრივ მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენება აუკრძალა.