ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი" ავრცელებს.

ევროპარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს უნგრეთის შესაძლებლობას ადეკვატურად გაართვას თავის ევროკავშირის თავმჯდომარეობას. რეზოლუცია არასავალდებულო, საკონსულტაციო ხასიათს ატარებს, მაგრამ შეიცავს პოლიტიკურ გზავნილს და ევროკავშირის საბჭოს მიერ რეზოლუციის გათვალისწინება არაა გამორიცხული. მისი გათვალისწინება შესაძლებელია ევროკავშირის საბჭოში

რეზოლუციის მხარდამჭერ დეპუტატთა თქმით, ვიქტორ ორბანის მთავრობა უარყოფს დემოკრატიას და კანონის უზენაესობას და ევროკავშირის საბჭოს უნდა მოძებნოს გამოსავალი, რომელიც ხელს შეუშლის ბუდაპეშტის თავმჯდომარეობას. 

უნგრეთის მთავრობამ უარყო ასეთი კრიტიკა. იუსტიციის მინისტრ იუდით ვარგას მტკიცებით, უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობას წარმატებით გაართმევს თავს. მან კვლავ გაიმეორა, რომ თავად „ევროპარლამენტი არ სცემს პატივს არც ევროპულ ღირებულებებს და არც დემოკრატიას".  

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 442-მა წარმომადგენელმა, წინააღმდეგ - 144-მა, თავი შეიკავა 33-მა.