ევროკომისიის პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ მგელი ევროპის ზოგიერთ ნაწილში საშიში გახდა პირუტყვისთვის და პოტენციურად საშიშია ადამიანებისთვისაც.
მგლის დაბრუნება ევროკავშირის იმ რაიონებში, სადაც ის დიდი ხნის განმავლობაში არ იყო, სულ უფრო და უფრო იწვევს კონფლიქტებს ადგილობრივ ფერმერულ და მონადირე თემებთან, განსაკუთრებით იქ, სადაც ფართოდ არ არის გამოყენებული პირუტყვზე თავდასხმების თავიდან აცილების ზომები. ევროკომისია შექმნილი პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს.
„მგლების ხროვის კონცენტრაცია ევროპის ზოგიერთ რეგიონში გახდა რეალური საფრთხე პირუტყვისთვის და პოტენციურად ადამიანებისთვისაც. მოვუწოდებ ადგილობრივ და ეროვნულ ხელისუფლებას, მიიღონ აუცილებელი ზომები. რეალურად მათ ამის საშუალებას უკვე აძლევს ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობა“.
ევროკომისია ახლა იწყებს მუშაობის ახალ ეტაპს, რომელზედაც ის „მოაგვარებს მგლების დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს“.
„დღეს კომისია სთავაზობს ადგილობრივ თემებს, მეცნიერებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, 2023 წლის 22 სექტემბრამდე წარმოადგინონ უახლესი მონაცემები მგლების პოპულაციისა და მათი ზემოქმედების შესახებ.
შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შეცვალოს, სადაც ამის საჭიროებაა, მგლის დაცვის სტატუსი და განაახლოს სამართლებრივი ბაზა", - ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში