ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივი ძალისხმევით ახალი სანქციები დაამტკიცეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) რამდენიმე მაღალი რანგის ოფიციალური პირისა და კიბერდანაშაულთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფების წინააღმდეგ.

დასავლური უწყებების განცხადებით, ეს ზომები მიმართულია იმ კიბერშეტევების წინააღმდეგ, რომლებიც მიზნად ისახავდა ევროპული ქვეყნების კრიტიკული ინფრასტრუქტურის, სამთავრობო სტრუქტურებისა და სტრატეგიული ობიექტების დესტაბილიზაციას.

ოფიციალური ბრიუსელისა და ლონდონის ცნობით, სანქცირებული პირები და ჯგუფები პასუხისმგებელნი არიან ფართომასშტაბიან ჰაკერულ ოპერაციებზე, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევებზე, დეზინფორმაციისა და კიბერჯაშუშობის კამპანიებზე.

ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კიბერსივრცეში მტრული ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება. პარტნიორმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, ერთობლივად ებრძოლონ ჰიბრიდულ საფრთხეებს და დაიცვან თავიანთი დემოკრატიული ინსტიტუტები უცხოური ჩარევისგან.

ახალი შეზღუდვები ითვალისწინებს ფინანსურ აქტივების გაყინვას და სამოგზაურო სანქციებს იმ პირებისთვის, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობენ კიბერუსაფრთხოების ხელყოფაში.