ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, სანქციები დაამტკიცეს 113 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძირგამომთხრელი ან მათთვის საფრთხის შემქმნელი ქმედებების გამო. ამასთან, რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით, შემზღუდავი ზომების რეჟიმის ფარგლებში, სანქციები კიდევ 31 ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ დაწესდა. ამის შესახებ DW-ის კორესპონდენტს ევროკავშირის დიპლომატმა განუცხადა.

მისი თქმით, სანქციები ოფიციალურად ორშაბათს, 16 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.