ევროკავშირი უკრაინაზე და აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე“ სპეციალურ შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა „იქსზე“ წერს.
შეხვედრა ევროკავშირი – აფრიკის კავშირის ფარგლებში გაიმართება.
კოშტა აღნიშნავს, რომ აშშ-ის 28 პუნქტიანი გეგმის პროექტი ისეთ ნაწილებს შეიცავს, რაც არსებითად მნიშვნელოვანი იქნება სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის.
„შესაბამისად, გვჯერა, რომ პროექტი საფუძველია, რომელსაც დამატებითი მუშაობა დასჭირდება. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია იმ პრინციპის შესახებ, რომ საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით. ასევე, შეშფოთებული ვართ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ შემოთავაზებული შეზღუდვებით, რაც უკრაინას დატოვებს მოწყვლადს მომავალი თავდასხმის წინაშე.
ვიმეორებთ, რომ ევროკავშირთან და ნატო-სთან დაკავშირებული ელემენტების განსახორციელებლად საჭირო იქნება ევროკავშირის და ნატო-ს წევრების თანხმობა.
ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა ხაზგასმით აღვნიშნოთ უკრაინისადმი ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერის სიძლიერე. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას უკრაინასთან და შეერთებულ შტატებთან მომდევნო დღეებში“, – აღნიშნავს კოშტა.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი




