ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ერევანში ვიზიტის დროს თქვა, რომ ბრიუსელი სომხეთს გამძლეობისა და ზრდის გეგმის ფარგლებში €200 მილიონის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს.

სომხეთის სახელმწიფო პრესის, Armenpress-ის მიხედვით, კოსმა აღნიშნა, რომ ფინანსური დახმარება ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

"ეს ნათლად აჩვენებს თქვენს მიზანს, გაატაროთ რეფორმები საკვანძო სექტორებში. კოსმა დაამატა, რომ ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს სომხეთს ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში. თუნდაც, ისეთი პროექტის, როგორიცაა "მშვიდობის გზაჯვარედინი", რომელიც სომხეთის პრემიერმინისტრმა პირველად 2023 წელს წარადგინა.