საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა.
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დატოვების შემდეგ ბაჩო ახალაიამ მედიასთან განაცხადა:
"პრაქტიკულად იგივე კითხვები იყო, რაც ჟურნალისტებმა დამისვით. ძირითადად ეხებოდა იმ აუდიოჩანაწერს. სვამდნენ კითხვებს, ვის ვიცნობ, როდის გავიცანი და ა.შ. დიდხანს სვამდნენ კითხვებს და იმეორებდნენ, ამოწმებდნენ, ერთი ადგილიდან მეორეში გადაჰქონდათ, ათანხმებდნენ. მე ველოდებოდი. არ სჭირდებოდა ამდენი დრო, მაგრამ ტექნიკურად გამოიყენეს იმაში, რომ იწერებოდა, კითხულობდნენ, მერე დიდხანს ელოდებოდნენ აპარატს, რაღაც ჩამწერს, რომლითაც ხმის ნიმუშს შეამოწმებდნენ. პრინციპში შეიძლებოდა, ბევრად უფრო ჩქარა დასრულებულიყო. ჩემი ხმაც აგერ ისმის, იქაც იყო ეს ხმა და აშკარად, ეგ სხვადასხვა ხმებია, საერთოდ სხვადასხვა სამყაროს ხმებია. მე არაფერი დასამალი არ მაქვს. გასაგებად ავუხსენი, ვის ვიცნობ, საიდან ვიცნობ, რა ურთიერთობები მაქვს, ვისთან ვახლობლობ, სად ვცხოვრობ და ა.შ." – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით უწყებაში დაბარებული იყო ბაჩანა ახალაია