NATO-ს საჰაერო სარდლობამ 7 აპრილს განაცხადა, რომ წინა დღით ესტონეთში განლაგებულმა პორტუგალიის საჰაერო ძალების F-16-ებმა Ил-76 ტიპის რუსულ სამხედრო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს.

"ეს პორტუგალიური ქვედანაყოფის მხრიდან Alpha Scramble-ის პირველი შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც მათ იტალიის საჰაერო ძალებისგან ესტონეთის ემარის ავიაბაზაზე NATO-ს გაძლიერებული საჰაერო პატრულირების მისია გადაიბარეს." - წერს NATO-ს საჰაერო სარდლობა X-ზე.

პორტუგალიურმა კონტინგენტმა ბალტიის რეგიონში NATO-ს როტაციული წესით იტალიის საჰაერო ძალების ქვედანაყოფი მარტის ბოლოს ჩაანაცვლა. 

პორტუგალიამ ესტონეთში ძალები 1-ელ აპრილს გაგზავნა, ხოლო მისიის გაგრძელება 31 ივლისამდეა დაგეგმილი.

პორტუგალიური კონტინგენტი მოიცავს F-16AM ტიპის ოთხ ავიაგამანადგურებელსა და დაახლოებით 95 სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც 2026 წლისთვის NATO-ს გაძლიერებული საჰაერო პატრულირების მისიის ფარგლებში ემარის ავიაბაზაზე იქნებიან განლაგებულნი.