ესტონეთის საგარეო უწყების ცნობით, 11 თებერვალს აცნობეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მარგე მარდისალუ-კაჰარი თავის საქმიანობას თბილისში 10 მარტს დაასრულებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საქართველოში ესტონეთის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს.

მარგე მარდისალუ-კაჰარი საქმიანობას სომხეთის დედაქალაქში ერევანში გააგრძელებს ელჩის სტატუსით, სადაც ესტონეთი მარტში საკუთარი საელჩოს გახსნას გეგმავს. სომხეთში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მთავრობამ გასული წლის ნოემბერში მიიღო.