ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

ტრაგედია დილის 08:46 საათზე, მორასა და უბდას (ტოლედო) შორის მოხდა. მადრიდიდან სევილიის მიმართულებით მოძრავი მატარებელი საპირისპიროდ მიმავალ, მაგრამ ავარიამდე რამდენიმე წუთით ხაზზე მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ჯერ სვლაშეჩერებულ, შემდეგ კი ნელი სიჩქარით ამოძრავებულ მატარებელს შეეჯახა.  

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. 

მოამზადა რაულ კაპანაძემ