ესპანეთმა ერაყში განლაგებული 200 ჯარისკაცი უსაფრთხოების მიზნით თურქეთსა და სხვა ქვეყნებში გადაიყვანა, – ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
უწყების ცნობით, დაახლოებით 100 ესპანელი ჯარისკაცისგან შემდგარი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე უკვე გადაიყვანეს თურქეთის უსაფრთხო ზონაში. შემდეგ ჯარისკაცები თურქეთში, აშშ-ის საჰაერო ბაზიდან ესპანეთში გაემგზავრებიან.
ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის თქმით, გადაწყვეტილება ნატო-ს მოკავშირეებთან კოორდინაციით იქნა მიღებული.
ერაყში განლაგებული ჯარისკაცები საერთაშორისო ოპერაციისა და ნატო-ს ერაყის მისიის ნაწილი იყვნენ, რომლის მიზანი ერაყის უსაფრთხოების ძალების გაძლიერებაა.










