ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს, სტამბოლში, 2022 წლის საგარეო ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ექსპორტი რჩება თურქეთის წარმოების ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას. ჩვენი მიზანია, ქვეყანა გავხადოთ მსოფლიოს 10 საუკეთესო ექსპორტიორ ქვეყანას შორის.

თურქეთის ლიდერის თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე ნეგატიური პროცესების მიუხედავად, 2022 წელს თურქეთის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 12,9 პროცენტით გაიზარდა და 254,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

 2022 წლის მესამე კვარტალში თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6,2 პროცენტს მიაღწია, -თქვა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" მმართველობის წლებში ქვეყნის ექსპორტის მოცულობა შვიდჯერ გაიზარდა - 2002 წლის ბოლოს დაფიქსირებული 36 მილიარდი დოლარიდან  254,2 მილიარდ დოლარამდე.

ერდოღანმა, როგორც მიღწევის მაგალითი, ყურადღება გაამახვილა თურქი კინორეჟისორების წარმატებაზე.

„დღეს თურქეთი სერიალების ექსპორტით მსოფლიოში მეორე ადგილზეა შეერთებული შტატების შემდეგ. 2023 წლის ბოლოსთვის ჩვენ ვგეგმავთ ფილმებისა და სერიალების ექსპორტიდან შემოსავალი  $1,5 მილიარდ დოლარზე ზემოთ ავიყვანოთ, ხოლო მაყურებლის რაოდენობა 1,5 მილიარდამდე გავზარდოთ", - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2023 წლისთვის თურქეთის სამედიცინო მომსახურების ექსპორტის მიზანი 5 მილიარდი დოლარია.