ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აშშ-ში, ფლორიდაში იმყოფება და სახლში დაბრუნება არ სურს.

„ფაინენშელ ტაიმსის” ცნობით, მან ახლახან შეერთებულ შტატებს მიმართა ექვსთვიანი ტურისტული ვიზის მისაღებად.

ბოლსონარუ დარჩება შეერთებულ შტატებში, სანამ მისი განაცხადი განიხილება.

„მას სურს გარკვეული ხნით ჩამოშორდეს საქმიანობას, ძალები აღიდგინოს და დატკბეს შეერთებულ შტატებში დასვენებით მანამ, სანამ გადაწყვეტს, რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი“, - წერს მისი ადვოკატი „როიტერს".  

ბოლსონარუ ფლორიდაში ვადის ამოწურვამდე და არჩევნებში გამარჯვებული ლულა და სილვას  მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე ორი დღით ადრე გაფრინდა. ბრაზილიიდან წასვლამდე ბოლსონარუმ არჩევნების შედეგებს უსამართლო უწოდა.

ბოლსონარუს ფლორიდაში  წასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ მისი მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ. ბრაზილიის ხელისუფლებამ არეულობის მონაწილე 1500-მდე პირი დააკავა