აშშ-ის სახელმწიფო მინისტრი ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან.

თირქეთში ვიზიტისას ბლინკენი ისრაელსა და ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობასა და ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის აუცილებლობაზე იმსჯელებს, ასევე განიხილავს ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხს, უკრაინის მუდმივ მხარდაჭერას და ნატოს ალიანსის ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობას, მათ შორის შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებას.

მანამდე ბლინკენმა შეხვედრები გამართა ისრაელში, ასევე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რამალაში შეხვდა პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს მაჰმუდ  აბასს. ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით  ჩავიდა ერაყშიც და ბაღდადში ერაყის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ შია ალ-სუდანის შეხვდა.