აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი არის მისი სასოწარკვეთილების ნიშანი, რათა გააძლიეროს ურთიერთობები ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ უკრაინის წინააღმდეგ ომში.
მან ასევე ჩინეთის მიმართ შეშფოთებას გაუსვა ხაზი.
„ჩრდილოეთ კორეა მნიშვნელოვან იარაღსა და სხვა საბრძოლო მასალას აწვდის რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად. ირანი აწვდის იარაღს, მათ შორის უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენებოდა. ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებული ჩინეთზე, არა იარაღის მიწოდების კუთხით, არამედ იმით, რომ მიაწოდონ რუსეთს ის, რაც თავდაცვის ინდუსტრიული ბაზების შენარჩუნებისთვის სჭირდება და თავად აწარმოოს უფრო მეტი ტანკი, იარაღი და რაკეტები“, – განაცხადა ბლინკენმა და განაგრძო, რომ სწორედ ეს არის, რაც ომის გაგრძელებას ეხმარება.
მისივე თქმით, ომის დასრულების სწრაფი გზაა, პუტინი გამოვიდეს ილუზიიდან, რომ შეუძლია, გაუძლოს უკრაინაში ომს.
„ასე რომ, თუ ჩინეთი, რომელიც აცხადებს, რომ ომის დასრულების დიდი ინტერესი აქვს, ამას ნამდვილად გულისხმობს, ის შეწყვეტს ომის მანქანისთვის საწვავის მიწოდებას და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვეძლება, რათა აღვკვეთოთ ისეთი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა, როგორებიც ირანი და ჩრდილოეთ კორეა არიან“, – თქვა ბლინკენმა.