აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დაუგეგმავი ვიზიტით ერაყში ჩავიდა. ინფორმაცის ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი ერაყის პრემიერ-მინისტრს, მუჰამედ შია ალ-სუდანს შეხვდა.
ამასთან, ბლინკენი ბაღდადში აშშ-ის საელჩოს ეწვია და განაცხადა, რომ სუდანს სირიაში მიმდინარე ვითარებაზე ესაუბრა.
„სირია არ უნდა გახდეს ტერორიზმის პლატფორმა. არავინ იცის ამის მნიშვნელობა უფრო მეტად, ვიდრე ერაყმა“, – განაცხადა ბლინკენმა.
მანამდე ენტონი ბლინკენი ანკარაში იმყოფებოდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა.