საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) აღმასრულებელი დირექტორი რეგიონული ლიდერების მიერ ალტერნატიული ენერგიის წყაროების პოვნაში "დიდ სირთულეებზე" საუბრობს. ფატიჰ ბიროლის განცხადებით, ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის შემდეგ, გლობალური ეკონომიკა "დიდ ენერგეტიკულ და ეკონომიკურ" კრიზისში აღმოჩნდა.
„თითქმის ოთხნახევარი თვის წინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ მსოფლიო, ისტორიაში ყველაზე დიდი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. ის, რაც ახლა ხდება, აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, ჩვენ მართლები ვიყავით. ნავთობისა და გაზის ბაზრები დიდ სირთულეებს განიცდის", - განაცხადა ფატიჰ ბიროლმა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციის ფონზე, ნავთობის ფასმა ბარელზე 126 დოლარს გადააჭარბა. მოგვიანებით, ის 116 დოლარამდე დაეცა. ნავთობის ფასების ეს ზრდა, რომელსაც კიდევ უფრო ამძიმებს გემების შეზღუდული ნაკადი ჰორმუზის სრუტეში, "დიდ ზეწოლას ახდენს ბევრ ქვეყანაზე", - თქვა ბიროლმა და დასძინა, რომ სასუქებისა და ნავთობქიმიკატების მიწოდება შეწყვეტილია.
"ჩვენი სამყარო ენერგეტიკული და ეკონომიკური სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. ვნახოთ, როგორ იმოქმედებს ეს ენერგეტიკული კრიზისი ენერგეტიკულ სამყაროზე და გარემოსდაცვით საკითხებზე", - განაცხადა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) აღმასრულებელმა დირექტორმა.




