საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მხარი დაუჭირეს ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნების იდეას.
მანამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა ევროკავშირში დაბრუნების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
მაკრონმა ეს „შესანიშნავ ამბად“ და „კარგ გადაწყვეტილებად“ შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობისას არჩევანის გაკეთება არ შეიძლება. მისი თქმით, უნდა მიიღო ყველაფერი და არა მხოლოდ ის, რაც გაწყობს.
ესპანეთის პრემიერ მინისტრის თქმით, „ბრექსიტი“ დიდი დანაკარგი იყო როგორც ბრიტანელი ხალხისთვის, ისე მთელი ევროპული პროექტისთვის“.
ამასთან, ლიდერებმა ევროკავშირის ბიუჯეტზე საუბრისას დამატებითი რესურსების მოძიებაში მეტი მოქნილობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.











