საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ონლაინ სამიტის დროს ტრამპმა თქვა, რომ როცა უკრაინაში ომი დასრულდება და მშვიდობა დამყარდება, ამერიკა დაეხმარება ევროპას უსაფრთხოების გაძლიერებაში, მაგრამ NATO ამ საქმეში არ ჩაერთვება.
"მან რამდენიმე რამ თქვა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ NATO არ უნდა იყოს ამ უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი - ჩვენ ვიცით, რომ ეს განსაკუთრებით მკაცრი მოთხოვნაა რუსეთის მხრიდან. მაგრამ შეერთებული შტატები და ყველა მოკავშირე, რომeლიც მზად იყო, ამის ნაწილი უნდა იყოს", - თქვა მაკრონმა.
მისი თქმით, ტრამპმა ისაუბრა "კავშირზე, რომელიც უნდა არსებობდეს ნებისმიერ ტერიტორიულ დათმობასა და უკრაინისთვის უზრუნველყოფილ უსაფრთხოების გარანტიებს შორის".
"როგორც იცით, ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვიცავდით და ვიბრძოდით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და რამაც განაპირობა მსურველთა კოალიციის შექმნა - ქვეყნები, რომლებიც მზად არიან უკრაინის დახმარებაზე. ტრამპმა ზუსტად ეს თქვა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება იყო, რაც დღეს გავიგეთ", - განაცხადა მაკრონმა.