ასეთი განცხადება ოსლოში ვიზიტი მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მაკრონი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებს „არ აქვთ კანონიერება“ და დასძენს, რომ ნებისმიერი რეჟიმის ცვლილება ქვეყანაში უნდა იყოს ხალხის ნების შედეგი და არა ბომბების.
მაკრონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი იზიარებს მიზანს, არ დაუშვას ირანის მიერ ბირთვული იარაღის დაუფლება, ამ დარტყმებისთვის „არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ჩარჩო“.
„მე მჯერა ხალხების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის... ამიტომ არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ხალხის ადგილი დავიკავოთ და მათი ლიდერები შევცვალოთ“, - დასძინა მაკრონმა.