ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინის მიტოვება, რომელიც NATO-ში ვერ გაწევრიანდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონის თქმით, უკრაინელებს აქვთ "სიცხადე იმის სათქმელად", რომ ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი ტერიტორიების სრულად დაბრუნებას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა და ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რუსული ჯარების მხრიდან ახალი თავდასხმების შემთხვევაში, დადგება გაეროს მანდატის ან უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ძალების ყოფნის საკითხი.

"უსაფრთხოების პირველი გარანტია უნდა იყოს ძლიერი უკრაინული არმია. ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინის მიტოვება, რადგან ის NATO-ში ვერ გაწევრიანდება. ჩვენ უნდა განვათავსოთ უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ძალები ფრონტის ხაზიდან შორ ტერიტორიებზე. ეს იქნება ძალა, რომელიც შეაკავებს რუსეთს კონფლიქტის გაგრძელებისგან", – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ ტელეარხ TF-1-თან ინტერვიუში.