ეკატერინბურგის ყოფილ მერს, ევგენი როიზმანს 14 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება ქალაქ ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ 16 მარტს მიიღო. Telegram-ის არხის, It's My City-ს თანახმად, როიზმანი ექსტრემისტული სიმბოლოების დემონსტრირებაში დამნაშავედ ცნეს.

საუბარია სოციალურ ქსელ Вконтакте-ზე, "ევგენი როიზმანის" სახელით შექმნილ ანგარიშზე ნავალნის "ანტიკორუფციული ფონდის" ლოგოთი გამოქვეყნებული ვიდეოს ხელახლა გამოქვეყნებაზე.

სასამართლო პროცესზე თავად როიზმანმა განმარტა: "როგორც ჩანს, დაახლოებით ათი წლის წინ იყო დარეგისტრირებული. მაგრამ მასზე წვდომა არასდროს მქონია, არასდროს. ცხოვრებაში არასდროს მინახავს ის. სასაცილო სიტუაციაა. ფაქტობრივად, დარღვევა სასაცილოა და ეს არანაირად არ მიკავშირდება."

თუმცა, მოსამართლე ვლადიმერ უშაკოვმა ექს-მერის არგუმენტები დამაჯერებლად არ მიიჩნია.

თავის მხრივ, ნავალნის გუნდმა განაცხადა, რომ აღნიშნული ვიდეო ჯგუფში ერთ წელზე მეტი ხნის წინ - 2022 წლის თებერვალში გამოჩნდა.