Education First-ის მიერ შედგენილ 2024 წლის რეიტინგში, რომელიც დაფუძნებულია 116 ქვეყნის 2,1 მილიონი ზრდასრული ადამიანის მიერ 2023 წელს გავლილი ტესტირების შედეგების ანალიზზე, ინგლისური ენის ცოდნის ინდექსი წინა კვლევასთან შედარებით 2 პუნქტითაა გაზრდილი.

ინგლისური ენის ცოდნის დონით პირველ ადგილზე ნიდერლანდებია, მეორეზე ნორვეგია, მესამეზე კი სინგაპური.

Education First-ის მიხედვით, ინგლისური ენის ცოდნის ძალიან მაღალი დონით 9 ქვეყანა გამოირჩევა, ცოდნის კარგი დონით 22, ხოლო ცოდნის ზომიერი დონით 30. დანარჩენი 55 ქვეყანა ინგლისური ენის ცოდნის ინდექსის დაბალი და ძალიან დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება

1. ნიდერლანდები - 636
2. ნორვეგია - 610
3. სინგაპური - 609
4. შვედეთი - 608
5. ხორვატია - 607
6. პორტუგალია - 605
7. დანია 603
8. საბერძნეთი - 602
9. ავსტრია - 600

10. გერმანია - 598
11. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - 594
12. რუმინეთი - 593
13. ბელგია - 592
14. ფინეთი - 590
15. პოლონეთი - 588
16. ბულგარეთი - 586
17. უნგრეთი - 585
18. სლოვაკეთი - 584
19. კენია - 581
20. ესტონეთი - 578
21. ლუქსემბურგი - 576
22. ფილიპინები - 570
23. ლიეტუვა - 569
24. სერბეთი - 568
25. ჩეხეთი - 567
26. მალაიზია - 566
27. სურინამი - 563
28. არგენტინა - 562
29. კვიპროსი - 558
30. ნიგერია - 557
31. შვეიცარია - 550

32. ჰონკონგი - 549
33. ჰონდურასი - 545
34. საქართველო - 543
35. ბელარუსი - 539
36 - 37. ესპანეთი - 538
36-37. ურუგვაი - 538
38. სომხეთი - 537
39. მოლდოვა - 536
40. უკრაინა - 535
41-42. კოსტა-რიკა - 534
41-42. განა - 534
43. ალბანეთი - 533
44. რუსეთი - 532
45. პარაგვაი - 531
46. იტალია - 528
47-48. ბოლივია - 525
47-48. ჩილე - 525
49. საფრანგეთი - 524
50. სამხრეთ კორეა - 523

სიაში 51-ე ადგილზეა ისრაელი, ხოლო 92 ადგილზე იაპონია. საქართველოს მეზობელი ქვეყნები, თურქეთი და აზერბაიჯანი, შესაბამისად, 65-ე და 86-ე ადგილზე არიან.

ქალაქების მიხედვით შედგენილ ინგლისური ენის ცოდნის ინდექსის რეიტინგში პირველ ადგილზე ამსტერდამია, მეორეზე ვენა, მესამეზე კი კოპენჰაგენი.

თბილისი ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონით გამორჩეულ ქალაქებს შორის  მოხვდა

1. ამსტერდამი - 657
2. კოპენჰაგენი - 633  
3. ვენა - 628
4. ჰელსინკი - 627
5-6. ლისაბონი - 626
5-6. ზაგრები - 626
7. სტოკჰოლმი - 617
8. ბერლინი - 515
9-10 ბერნი - 614
9-10. ოსლო - 614 
11. ათენი - 613
12. ვარშავა - 612
13. კეიპტაუნი - 609
14. ბუდაპეშტი - 606
15. ბრატისლავა - 604
16-17. ბუქარესტი - 601
16-17. სოფია - 601

თბილისი ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონით გამორჩეულ ქალაქებს შორის  მოხვდა

18. პრაღა- 596
19. მანილა - 592
20. ბელგრადი - 590
21. ტალინი - 589
22-23. ნაირობი - 586
22-23. პარიზი - 586
24. ვილნიუსი - 585
25-26. ბუენოს-აირესი - 584
25-26. კუალა-ლუმპური - 584
27. ბრიუსელი - 580 
28. ლაგოსი - 578
29. კიშინიოვი - 577
30. პარამარიბო - 569
31. მონტევიდეო - 567
32. ტეგუსიგალპა - 563
33-34. კიევი - 562
33-34. სეული - 562
35. ასუნსიონი - 560
36. სან-ხოსე - 557
37. თბილისი - 556
38-39. ლიმა - 553
38-39. მადრიდი - 553
40. სანტიაგო - 552
41-42. აკრა - 551
41-42. ლა-პასი -  551
 
ბათუმი (შეფასებით 540) ინგლისური  ენის ზომიერი ცოდნის ჯგუფში მოხვდა

ინგლისური ენის ცოდნის ინდექსი საქართველოში ყველაზე მაღალი (548) 21-25 წლის ასაკის ახალგაზრდებშია. 

კაცებში ინგლისური ენის ინდექსი 555-ს, ქალებში კი 531-ს უტოლდება.

ინგლისური ენის ცოდნის ინდექსი საქართველოში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ასე იცვლებოდა:

2018 - 497
2019 - 481
2020 - 503
2021 - 512
2022 - 524
2023 - 541
2024 - 543

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ინგლისური ენის ცოდნის დონე უკვე მეოთხე წელია რაც იკლებს. შარშან, ქვეყნების რაოდენობა ინგლისური ენის ცოდნის ძალიან მაღალი დონით (>600) 12 იყო, წელს კი მათი რიცხვი 9-მდე შემცირდა. 2024 წელს ინდექსის სიდიდე წინა წელთან შედარებით შემცირებულია კვლევით მოცული ქვეყნების 60%-ში. საქართველოს ინგლისური ენის ცოდნის ინდექსი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 2 პუნქტით არის გაზრდილი, იტალიის და საფრანგეთის კი თითოეულის 7 პუნქტით შემცირებულია