უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა, სადაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა. ქალაქ ლუბლინში გამართული შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას საუბარი შეეხო შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტის შედეგებს, ასევე პოლონეთის, უკრაინისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაცნობა ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინაში პოლონური ინვესტიციების საკითხები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის, აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს ტუსკი.