ვერავინ მეტყვის, რა უნდა გავყიდო და რა არა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპი „ეფ-35“-ების თურქეთისთვის შესაძლო მიყიდვაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგობაზე თურქეთისთვის ამერიკული „ეფ-35“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შესაძლო მიყიდვასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებებს თავად იღებს.
„თურქეთი ჩემთვის უდიდესი მოკავშირეა. თურქეთი ძალიან ძლიერი ქვეყანა, უზარმაზარი სამხედრო ძალებით და მათ ბევრი შესანიშნავი აღჭურვილობა აქვთ. თურქეთმა ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა. ის ჩემი მეგობარია და ვერავინ მეტყვის, რა უნდა გავყიდო და რა არა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.









