ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სპეციალურ განცხადებაში შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"დიდი პატივი იყო პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი და შემიძლია ვთქვა, რომ შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უსაფრთხოების გამოწვევებსა და მშვიდობის მიღწევის გზებზე. ჩვენი მიზანია სტაბილურობის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით ძალიან პროდუქტიული და გულწრფელი საუბარი გვქონდა", - წერს დონალდ ტრამპი.