მოკავშირეები მზად ვართ, შენიშვნების მიუხედავად, ვიმუშაოთ 28-პუნქტიან გეგმაზე, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"ევროპის, კანადის და იაპონიის ლიდერებთან ერთად გამოვაცხადეთ მზადყოფნა, გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, ვიმუშაოთ 28-პუნქტიან გეგმაზე. თუმცა მუშაობის დაწყებამდე, კარგი იქნებოდა ზუსტად ვიცოდეთ, ვინ არის ამ გეგმის ავტორი და სად შეიქმნა იგი", - წერს დონალდ ტუსკი.






