პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ლონდონის სამიტამდე განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია პოლონეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს დამატებითი პირობების გარეშე.
არსებობს "გარკვეული დილემა", რომ აშშ-ის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით "არ არის ისეთი მკაფიო, როგორც ჩვენი", - თქვა ტუსკმა.
"მაგრამ ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს დილემა", - დასძინა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთს ახლა აქვს "შესანიშნავი ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან" და "გააძლიერებს" მათ მომავალში.
პოლონეთი უკრაინის მხარეს დგას "ყოველგვარი "მაგრამი"-ს გარეშე", - თქვა ტუსკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამიტის ფარგლებში ის შესთავაზებს ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე ევროპული ჯარების რაოდენობის გაზრდას - ფინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში.
"დაფიქრდით, როგორ ჟღერს ეს: 500 მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს სთხოვს, დაიცვას ისინი 130 მილიონი რუსისაგან", - ხაზგასმით აღნიშნა ტუსკმა.