პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროპას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე.

ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირს შეუძლია გაიმარჯვოს შეიარაღების რბოლაში, რომელსაც რუსეთი აწესებს. ამის შესახებ ტუსკმა ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტის ფარგლებში განაცხადა.

"მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა, ვგულისხმობ როგორც ევროკომისიის წინადადებებს, ასევე გუშინ პარიზში, ლონდონში ჩემი ყველა თანამოსაუბრის გადაწყვეტილებას. ყველას აქვს გადაწყვეტილი მიიღოს ეს გამოწვევა.

ტუსკმა აღნიშნა, რომ აწმყო შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი ევროპისთვის თავდაცვის გაძლიერების, იარაღის მრეწველობის განვითარებისა და რუსეთის მიერ დაწესებულ გამოწვევაზე რეაგირების კუთხით. მან გაიხსენა, რომ ევროპის თავდაცვის გაძლიერება დიდი ხანია განიხილება.

ტუსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლილი მიდგომა ევროპის მიმართ და, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მიერ გაჩაღებული შეიარაღების რბოლა, ახალ გამოწვევებს უქმნის ევროპას.