აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას სირიის წინააღმდეგ სანქციების პროგრამის დასრულების შესახებ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახურმა სოციალურ ქსელ Х -ზე განაცხადა.

"ბრძანება ხსნის სირიის წინააღმდეგ სანქციებს, ამავდროულად ნარჩუნდება სანქციები ბაშარ ალ-ასადის, მისი თანამოაზრეების, ადამიანის უფლებების დამრღვევების, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან, ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული პირების, ISIS-ისა და მისი შვილობილი ორგანიზაციების, ასევე ირანის მოკავშირეების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ტრამპმა ამ ბრძანებულებას ხელი მოაწერა სირიის "სტაბილურობისა და მშვიდობის გზაზე" მხარდაჭერის მიზნით.