აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გააუქმა  ჯო ბაიდენის მიერ 6 დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიიდან კუბის ამოღების შესახებ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. 

ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების მიღებისას განმარტა, რომ აშშ კუბას ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების (SST) სიიდან ამოიღებს იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, რომლებიც კუბაში რეჟიმმა 2021 წლის საპროტესტო აქციების ფარგლებში დააპატიმრა.

ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ კუბა ტრამპის ადმინისტრაციამ 2021 წელს, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადა.