აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ესპანეთთან დაკავშირებით მოულოდნელი და მკაცრი გადაწყვეტილება გაახმოვანა. პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებული შტატები ესპანეთთან ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს.

ტრამპმა გადაწყვეტილების დეტალებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი აღარ აპირებს არსებული სავაჭრო პირობების შენარჩუნებას.

"ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობები წყდება. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ პირობებით, რაც ამ დრომდე არსებობდა. ჩვენი პოლიტიკა "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" გულისხმობს სამართლიან და თანასწორ სავაჭრო გარიგებებს, რაც ამ შემთხვევაში დარღვეულია", – განაცხადა პრეზიდენტმა.

აღნიშნულმა განცხადებამ უკვე გამოიწვია საერთაშორისო ბაზრების მყისიერი რეაქცია. ეკონომიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო დაძაბულობის ახალ ესკალაციას ნიშნავს.

ჯერჯერობით უცნობია, რა კონკრეტულ ეკონომიკურ სანქციებს ან შეზღუდვებს მოიცავს ეს გადაწყვეტილება და შეეხება თუ არა ის ყველა სახის საქონელს. თუმცა, მადრიდი ჯერჯერობით თეთრი სახლის განცხადებაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ კავშირებზე.