აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომელიც უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით ახალ ეტაპს ნიშნავს. პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი მზადაა, უკრაინას მისცეს თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, Patriot-ების წარმოების ლიცენზია.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, უკრაინას მივცეთ შესაძლებლობა, ადგილზე აწარმოოს Patriot-ის სისტემები. ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებას გააძლიერებს, არამედ რეგიონში სტაბილურობის გარანტი გახდება", – განაცხადა ტრამპმა.
ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რადიკალურად შეცვლის ვითარებას საჰაერო თავდაცვის სფეროში. საკუთარი წარმოების დაწყება უკრაინას მისცემს საშუალებას, დამოუკიდებლად უზრუნველყოს სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა და სწრაფად შეავსოს მარაგები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საომარი მოქმედებების პირობებში.
ამ ეტაპზე დეტალები, თუ როდის დაიწყება წარმოება და რა მოცულობის ტექნოლოგიურ დახმარებას გაუწევს აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრია კიევს, ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. თუმცა, აღნიშნული ინიციატივა უკვე შეფასდა, როგორც აშშ-ის მხრიდან უკრაინისადმი უპრეცედენტო სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერის დემონსტრირება.








