აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 იანვარს საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში რიგი ზომები მიიღო.
მან აშშ-ს არმიას საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება დაავალა, თავშესაფრის მაძიებლებზე ზოგადი აკრძალვა გამოსცა და აშშ-ში დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპის გაუქმების მხრივ ნაბიჯები გადადგა.
არალეგალური იმიგრაციის ეროვნულ საგანგებო მდგომარეობად გამოცხადებით, ტრამპმა პენტაგონს უბრძანა, რომ საზღვარზე კედლის აშენების, საპატიმრო სივრცეებისა და მიგრანტების ტრანსპორტირების მხრივ მხარდაჭერა უზრუნველყოს. ტრამპმა ასევე თავდაცვის მინისტრს უფლებამოსილება მიანიჭა, რომ ჯარისკაცები საჭიროებისამებრ საზღვარზე გაგზავნოს.
"საფრთხეები ჩვენი ერის სუვერენულობის წინააღმდეგ დღესაც გრძელდება, და არსებითი მნიშვნელობისაა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა მედგრად გააგრძელოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენულობის თავდაცვაში მონაწილეობის მიღება". - თქვა ტრამპმა.