"ირანს ჩვენ მალე დავტოვებთ" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მათ ირანში რეჟიმი შეცვალეს და ახლა არის ახალი მმართველი ჯგუფი, რომელიც სრულიად განსხვავებულია - ისინი ბევრად უფრო გონიერები და ნაკლებად რადიკალიზებულები არიან.
ბენიამინ ნეთანიაჰუ ოფიციალურ ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ისრაელი არ დაუშვებს, ირანმა მოიპოვოს ბირთვული იარაღი და ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა, რათა აღკვეთონ ეს.
ირანის პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ირანს აქვს ამ კონფლიქტის დასრულების საჭირო ნება, თუმცა სურს მიიღოს გარანტიები, რომ კონფლიქტი აღარ განმეორდება.








