ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ, კიდევ 250 პოლიტპატიმარი გათავისუფლდა, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

"გასულ კვირას ბელარუსში ჩემმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა, მას შემდეგ, რაც ღრმად პატივცემულ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკება გამართა, კიდევ 250 პოლიტპატიმრის გათავისუფლება შეძლო! ამით პრეზიდენტი ლუკაშენკოს მიერ გასული მაისის შემდეგ გრაციოზულად გათავისუფლებულ პატიმართა საერთო რაოდენობა 500-ს მნიშვნელოვნად აღემატება. მსურს, ამისთვის პრეზიდენტს ჩემი გულთბილი მადლობა გადავუხადო და მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას მშვიდობის საბჭოს მომდევნო სხდომაზე", - წერს ტრამპი.

ცნობისთვის,

19 მარტს ლუკაშენკომ აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, რომელიც გარკვეული სანქციების მოხსნას გულისხმობს, 250 პოლიტპატიმარი შეიწყალა, რაც ბელარუსის მიერ პოლიტპატიმრების ერთჯერადად გათავისუფლების ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.