აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრო თეთრ სახლში მიიწვია.

ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ გუსტავო პეტროს მან თავად დაურეკა.

"დიდი პატივი იყო კოლუმბიის პრეზიდენტთან, გუსტავო პეტროსთან საუბარი, რომელმაც დამირეკა, რათა აეხსნა ნარკოტიკებთან დაკავშირებული სიტუაცია და სხვა უთანხმოებები, რომლებიც გვქონდა. მე დავაფასე მისი ზარი და ტონი და მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას უახლოეს მომავალში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. შეხვედრა გაიმართება თეთრ სახლში, ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში", - წერს ტრამპი.