აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის ერთადერთი კოზირია და რომ მის გარეშე "სრული კატასტროფა" დატრიალდებოდა. ამის შესახებ ტრამპმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
"მას კარტები არ აქვს. მას კარტები პირველივე დღიდან არ ჰქონია".
მან დასძინა, რომ ზელენსკის "მხოლოდ ერთი რამ აქვს" და ეს თავად არის - დონალდ ტრამპი.
"დონალდ ტრამპის გარეშე ეს სრული კატასტროფა იქნებოდა და ეს მანაც იცის, ევროპელმა ლიდერებმაც იციან და ყველამ იცის", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.








