აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Air Force One-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ აშშ გრენლანდიაზე კონტროლს არ დაამყარებს, მას რუსეთი ან ჩინეთი დაიკავებს, რასაც ის არ დაუშვებს.

"მე ვცდილობ მათთან შეთანხმების დადებას, ეს ყველაზე მარტივი გზაა, თუმცა ჩვენ გრენლანდიას ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ". - თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორი იქნება NATO-ს პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით, ტრამპმა უპასუხა, რომ მას NATO მოსწონს და სწორედ ის იყო NATO-ს თავდაცვის ხარჯების 2%-დან 5%-მდე გაზრდის ინიციატორი.

"ჩვენ NATO-ზე ბევრ ფულს ვხარჯავთ. მე რომ პრეზიდენტი არ ვიყო, NATO აღარ იარსებებდა," - განმარტა ტრამპმა.