ასეთი განცხადება შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ წარმომადგენელთა პალატაში, შეიარაღებული ძალების კომიტეტში გააკეთა სხდომაზე, რომლის დღის წესრიგშიც „აშშ-ს სამხედრო პოზიცია და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები ევროპაში" იყო.
უკრაინის ომის შესახებ კითხვების საპასუხოდ, კავოლიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინას შეეძლო ომის მოგება, მაგრამ ამერიკის მხარდაჭერის გარეშე, რომელიც ფაქტობრივად შეწყდა კონგრესის მიერ ამ მიზნებისთვის თანხების გამოყოფის უუნარობის გამო, ეს შეუძლებელი შეიქმნა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული არტილერიის უპირატესობისა და უკრაინის მხრიდან საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო, სიტუაცია ამჟამად „კრიტიკულია“.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის და ნატოს მიერ წარმოებული საბრძოლო მასალის მასალის თანაფარდობა არის 3:1.
ჩვენი მოკავშირეები ნატოდან უკრაინას ეხმარებიან ტანკებით, საწვავით, ნავთობპროდუქტებით და სხვა, მაგრამ არის ორი მიმართულება, სადაც აშშ-ს დახმარებაა კრიტიკულად აუცილებელია. ესაა საარტილერიო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის საბრძოლო მასალები. „ბრძოლის ველზე ყველაზე დიდი მკვლელი არტილერიაა". რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა საარტილერიო ჭურვების წარმოება. ისინი ყოველ რამდენიმე დღეში მსხვილმასშტაბიან საარტილერიო დარტყმებს ახორციელებენ, უკრაინელებს კი არც საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის აქვთ საკმარი რაოდენობის მასალები (გულისხმობს რუსების მიერ გაშვებული რაკეტების ჩამოსაგდებ საჰაერო-თავდაცვის სისტემის საბრძოლო მასალას ანუ ჩამომგდებ რაკეტებს - „აიპრესი") და არც საარტილერიო ჭურვები. ისინი იძულებულები არიან გაუფთხილდნენ საბრძოლო მასალას და შერჩევით დაიცვან ობიექტები. ახლა რუსების გასროლილ ყოველ ხუთ ჭურვს უკრაინელები მხოლოდ ერთით პასუხობენ და მოკლე ხანში ეს თანაფარდობა შეიძლება გახდეს 10:1=თან, - თქვა გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ.
მოსმენის დროს კავოლის კითხვა დაუსვეს საბრძოლო ავიაციით დახმარებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ და არის თუ არა დიდი რაოდენობით უკრაინელი პილოტების გადამზადების შესაძლებლობა. კავოლის თქმით, რაოდენობა თავად უკრაინულმა მხარემ განსაზღვრა მათ განკარგულებაში მყოფი პილოტების საერთო რაოდენობას უკრაინაში ფრონტზე აქტიური წინააღმდეგობისთვის საჭირო პილოტების რაოდენობის გამოკლების გზით.
ამ პილოტების უმეტესობა გადამზადებას აშშ-ში გადის და ბევრი რამ დამოკიდებულია მათ საბაზო მომზადების დონეზე, მაგრამ არის ამ პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი: ინგლისური ენის ცოდნა და ინგლისურად საუბრის უნარი. სახელმძღვანელოები, ინსტრუქცია და წარწერები ღილაკებზე - ინგლისურ ენაზეა. ავიაციის საერთაშორისო ენაა ინგლისური და ენის ცოდნის გარკვეული დონე აუცილებელია, - თქვა შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ხელმძღვანელმა.
ღია მოსმენის შემდეგ, რომელიც თითქმის სამი საათი გაგრძელდა და რომლის განმავლობაშიც არაერთხელ გამოხატეს უკმაყოფილება ნატოს წევრის უმეტესი ქვეყნების მიერ მშპ-ს 2%-ზე ნაკლების სამხედრო ხარჯებზე გამოყოფასთან, უკრაინისთვის არასაკმარისი დახმარების და მათ მიერ უკრაინის დახმარების ტვირთის აშშ-ის გადასახადის გადამხედელების კისერზე აკიდების მცდელობასთან დაკავშირებით, მოსმენა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.