რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშებს აღარ მიიტანენ, – ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მსოფლიო ბაზარზე დიზელის საწვავზე ფასის ზრდა არა ირანის, არამედ რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია.

„უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს. რუსეთიც ანალოგიურ ქმედებაზე დათანხმდა. მსოფლიოში დიზელის საწვავზე ფასების ზრდა ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია და არა ირანის“, – წერს დონალდ ტრამპი.

აღსანიშნია, რომ დონალდ ტრამპს განცხადებაში არ დაუსახელებია იმ მაღალჩინოსნების ან ოფიციალური პირების ვინაობა, რომლებმაც მას ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააცნო.