აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანების სასარგებლოდ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ორი რეგიონის ერთ პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბება "სრულიად ბუნებრივი პროცესია".
ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, ტრამპმა განაცხადა, რომ ის სიამოვნებით იხილავდა გაერთიანებულ ირლანდიას და მიიჩნევს, რომ ეს მომავალში აუცილებლად მოხდება.
"ეს ისეთი საკითხია, რაც არ უნდა თქვა, იდეალური პასუხი არ არსებობს... მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მაგარი და ბუნებრივი რამ იქნება", — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადებამ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პარტიების მხრიდან მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. ლონდონში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის სტატუსი მხოლოდ მისი მოსახლეობის დემოკრატიული ნებით წყდება და არა უცხოელი ლიდერების კომენტარებით.
დასავლური მედიის შეფასებით, ტრამპის ეს განცხადება ეწინააღმდეგება ვაშინგტონის ათწლეულების განმავლობაში არსებულ ნეიტრალურ პოზიციას ირლანდიის კონსტიტუციურ მომავალთან დაკავშირებით.




